3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ როგორ წარმოიშვა ქალთა დღესასწაულები რვა მარტი და სამი მარტი.რას ეფუძნება მათი წარმოშობის ისტორია. მოიძიებენ ინფორმაციას ქართველ გმირ ქალებზე,დედებზე.შეხვდებიან გამოჩენილ ადამიანებს და აიღებენ მათგან ინტერვიუს.
4.მოსწავლეთა ასაკი: 6–10 წელი.
5.ვადების ხანგძლივობა: სასწავლო წლის ნებისმიერი ერთი თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა,დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე, ინტერვიუებისა დანამუშევრების განთავსება ბლოკში.კედლის გაზეთის გამოშვება. ღონისძიების მომზადება დედებისათვის.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან მარტის დღესასწაულების წარმოშობის ისტორიას. გაეცნობიან ქართველ გმირ ქალებს. განუვითარდებათ პატივისცემა დედის, ქალის მიმართ. განივითარებენ კომპიუტერთან მუშაობას. მიეჩვევიან ინტერვიუს აღებას. გაიღრმავებენ პრეზენტირების უნარ–ჩვევებს.
8.სარგებელი სხვებისთვის: მოძიებული ინფორმაცია და ღონისძიების სცენაპი, რომელსაც შექმნიან პროექტში მონაწილენი.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარს მრავალ საგანში– ისტორიაში(შეისწავლიან ქართველ გმირ ქალთა ისტორიას) ქართულში(გაიუმჯობესებენ მეტყველებას), მათემატიკაში( დაიანგარიშებენ მოსალოდნელ დანახარჯებს,გაანაწილებენ სამუშაო დროს).
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ლალი დგვარელი
13.პროექტის ფასალიტატორის ელ.ფოსტა:lalid1958@gmail.cim
14.პროექტის ვებ–გვერდის/ბლოგი:
Комментариев нет:
Отправить комментарий