воскресенье, 25 апреля 2010 г.

2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ მარტში ქალთა დღესასწაულების ტრადიციის ფესვებს. რა მნიშვნელობა აქვს ამ დღესასწაულებს ბავშვის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში. მასში დედის, ქალის სიყვარულისა და პატივისცემის გაღვივებაში.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გამოიკვლევენ როგორ წარმოიშვა ქალთა დღესასწაულები რვა მარტი და სამი მარტი.რას ეფუძნება მათი წარმოშობის ისტორია. მოიძიებენ ინფორმაციას ქართველ გმირ ქალებზე,დედებზე.შეხვდებიან გამოჩენილ ადამიანებს და აიღებენ მათგან ინტერვიუს.

4.მოსწავლეთა ასაკი: 6–10 წელი.

5.ვადების ხანგძლივობა: სასწავლო წლის ნებისმიერი ერთი თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა,დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე, ინტერვიუებისა დანამუშევრების განთავსება ბლოკში.კედლის გაზეთის გამოშვება. ღონისძიების მომზადება დედებისათვის.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროექტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან მარტის დღესასწაულების წარმოშობის ისტორიას. გაეცნობიან ქართველ გმირ ქალებს. განუვითარდებათ პატივისცემა დედის, ქალის მიმართ. განივითარებენ კომპიუტერთან მუშაობას. მიეჩვევიან ინტერვიუს აღებას. გაიღრმავებენ პრეზენტირების უნარ–ჩვევებს.

8.სარგებელი სხვებისთვის: მოძიებული ინფორმაცია და ღონისძიების სცენაპი, რომელსაც შექმნიან პროექტში მონაწილენი.

9.სამუშაო ენა:ქართული

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარს მრავალ საგანში– ისტორიაში(შეისწავლიან ქართველ გმირ ქალთა ისტორიას) ქართულში(გაიუმჯობესებენ მეტყველებას), მათემატიკაში( დაიანგარიშებენ მოსალოდნელ დანახარჯებს,გაანაწილებენ სამუშაო დროს).

11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12.პროექტის ფასილიტატორის სახელი:

ლალი დგვარელი

13.პროექტის ფასალიტატორის ელ.ფოსტა:lalid1958@gmail.cim

14.პროექტის ვებ–გვერდის/ბლოგი: